ტრენინგის მეშვიდე დღეც გამეორებით დავიწყეთ.გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები.გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციას და ჩვენს საქაღალდეს.
ჩვენი ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა მრავალმხრივ ინტელექტზე და იმაზე, რომ როგორც გაკვეთილზე ,ასევე პროექტის მიმდინარების პროცესში ყველა მოსწავლის საჭიროება უნდა იქნას გათვალისწინებული.მოსწავლეებს უნდა შევუდგინოთ მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისი დავალებები.შევადგინეთ ასეთი დავალებები და ჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმაში.
ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ თუ როგორ ხდება HTML გაჯეტის დამატება და რისთვის გამოიყენება ის.
დიდი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმაზე მუშაობას.დაწვრილებით დავწერეთ რა სასწავლო პროცედურები უნდა შევასრულოთ პროექტზე მუშაობის პროცესში.
No comments:
Post a Comment