Tuesday, May 12, 2015

პროექტის მეცხრე დღე

როგორც წესი პროექტის მეცხრე დღეც გამეორებით დავიწყეთ.გადავხედეთ დრაივში ჩვენს მიერ შექმნილ საქაღალდეს.გავიმეორეთ როგორ ხდება მუშაობა ბლოგზე.კერძოდ,კი შევედით ინტელის სასწავლო კურსის ბლოგზე და გავიმეორეთ  გაჯეტების დამატება.
შემდეგი საკითხი იყო პროექტების პრეზენტაცია.გავხსენით ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია და ვისწავლეთ როგორ ხდება მიბმული საქაღალდის გაკეთება Insert hiperlinkის საშუალებით.გავაკეთეთ მიბმული საქაღალდე და დავათვალიერეთ.
როგორც ამ ტრენინგიდან ვისწავლეთ თუ გვაქვს gmailის ფოსტა გვაქვს ჩვენი youtube, სადაც შგვიძლია ავტვირთოთ ჩვენი სასწავლო მასალა,როგორც ვიდეო ისე ალბომი.ვისწავლეთ როგორ ხდება ალბომის შექმნა pikasa.web.comზე.
გავაკეთეთ პროექტის შეჯამება.ყველა მასწავლებელმა გააკეტა თავისი პროექტის მიმოხილვა.ტრენინგი რომელიც გავიარეთ ბევრის მომცემი აღმოჩნდა ყველა ჩვენგანისთვის.


Sunday, May 10, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინიგის მერვე დღე დავიწყეთ გამეორებით.გავიმეორეთ თუ რა საქაღალდეებისგან შედგება დაზიპული საქაღალდე.გავარჩიეთ თითოეული მათგანი.
ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე.თუ რა მითითებები უნდა მივცეთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში.
შემდეგი იყო ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდის გადახედვა და მისი ატვირთვა.რისთვისაც რამდენიმე ეტაპი გავიარეთ:

  • საქაღალდის მოწესრიგება,
  • საქაღალდის ატვირთვა დრაივში,
  • საქაღალდეზე მისამართის მინიჭება,
  • საქაღალდის მისამართის გადატანა ბლოგზე .                                                   ვიმუშავეთ ბლოგში.გავაკეთეთ LINK LIST სიის გაჯეტი.ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.

Saturday, May 9, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეც გამეორებით დავიწყეთ.გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები.გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ მოსწავლის პრეზენტაციას და ჩვენს საქაღალდეს.
ჩვენი ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა მრავალმხრივ ინტელექტზე და იმაზე, რომ როგორც გაკვეთილზე ,ასევე პროექტის მიმდინარების პროცესში ყველა მოსწავლის საჭიროება უნდა იქნას გათვალისწინებული.მოსწავლეებს უნდა შევუდგინოთ მათი აკადემიური მოსწრების შესაბამისი დავალებები.შევადგინეთ ასეთი დავალებები და ჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმაში.
ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ თუ როგორ ხდება HTML გაჯეტის დამატება და რისთვის გამოიყენება ის.
დიდი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმაზე მუშაობას.დაწვრილებით დავწერეთ რა სასწავლო პროცედურები უნდა შევასრულოთ პროექტზე მუშაობის პროცესში.

Sunday, May 3, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეც გამეორებით დაიწყო.გავიმეორეთ თუ როგორ ხდება გაჯეტების დამატება ბლოგზე.
ჩვენი ტრენერი გვესაუბრა იმაზე, რომ ყველა პროექტი უნდა დასრულდეს პრეზენტაციით.ეს შეიძლება იყოს როგორც დიდი მაშტაბის, ასევე მხოლოდ კლასის ფარგლეში.ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშზე,როგორ უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა პრეზენტაცია და რა პროცედურები უნდა გაიარონ მის შესაქმნელად.შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
გადავხედეთ პროექტის გეგმებს და  გავეცანით შეფასების რუბრიკებს.

Saturday, May 2, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის,ტრენინგის მეხუთე დღეც ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.ჩვენი ტრენერი გვესაუბრა   იმაზე, რომ აუცილებლად უნდა იქნას დაცული  იმ მასალების საავტორო უფლებები რომელსაც გამოვიყენებთ.
შემდეგი საკითხი იყო ბლოგზე კომენტარის დატოვება,ვისწავლეთ როგორ ხდება ეს.ინტელის სასწავლო კურსის ვებ გვერძე დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები,შევაფასეთ და დავტოვეთ კომენტარები.
შევქმენით ახალი ბლოგი-მოსწავლის ნიმუში,ვიმუშავეთ ამ ბლოგში.გავაკეთეთ ბლოგის გაჯეტები-სურათის გაჯეტი,ვებგვერდების გაჯეტი და გამოკითხვის გაჯეტი .
ბოლოს დავწერეთ რეფლექსია.

Sunday, April 26, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და დროში გაწერილი შეფასების გეგმას.
ამ საკითხების გაცნობის შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შედგენაზე.ტრენერმა  გვესაუბრა იმის შესახებ რომ პროექტის შეფასება არის უწყვეტი პროცესი და პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია განმავითარებელ შეფასებას.შევადგინეთ გეგმა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავლეები პროექტის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დამთავრების დროს.ამის შემდეგ  გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ ბლოგის მენიუ.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე ნასწავლი მასალის გამეორებით დავიწყეთ.კერძოდ კი გავიმეორეთ თუ როგორ ხდება ბუკლეტის შექმნა.
 ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევადგინეთ გეგმა ნელნელა, თანმიმდევრობით. ვიმუშავეთ იმაზე თუ როგორ ხდება სტანდარტის დადგენა და განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზანი.დიდი დრო დავუთმეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობას.გავიგეთ რომ მიმართულების მიმცემი კითხვები ეს არის ის კითხვები რომელზეც უნდა იმუშაონ ბავშვებმა.შევადგინეთ ჩვენი პროექტისსთვის მიმართულების მიმცემი კითხვები.