ტრენინგის მეოთხე დღე გამეორებით დავიწყეთ.შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და დროში გაწერილი შეფასების გეგმას.
ამ საკითხების გაცნობის შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შედგენაზე.ტრენერმა გვესაუბრა იმის შესახებ რომ პროექტის შეფასება არის უწყვეტი პროცესი და პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებით დიდი ადგილი უკავია განმავითარებელ შეფასებას.შევადგინეთ გეგმა იმის შესახებ თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავლეები პროექტის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის პროცესში და პროექტის დამთავრების დროს.ამის შემდეგ გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგის დასასრულს განვიხილეთ ბლოგის მენიუ.
Sunday, April 26, 2015
Saturday, April 25, 2015
ტრენინგის მესამე დღე
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევადგინეთ გეგმა ნელნელა, თანმიმდევრობით. ვიმუშავეთ იმაზე თუ როგორ ხდება სტანდარტის დადგენა და განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზანი.დიდი დრო დავუთმეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე მუშაობას.გავიგეთ რომ მიმართულების მიმცემი კითხვები ეს არის ის კითხვები რომელზეც უნდა იმუშაონ ბავშვებმა.შევადგინეთ ჩვენი პროექტისსთვის მიმართულების მიმცემი კითხვები.
Sunday, April 19, 2015
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პროექტების მიმოხილვით.ყველა პედაგოგმა წარადგინა პროექტის თემა,გაუზიარეთ ერთმანეთს თუ რა გამოცდილება გვქონდა სხვა პროექტებთან დაკავშირებით.გარკვეული დრო დავუთმეთ იმ მასალის გამეორებას,რაც ტრენინგის პირველ დგეს ვისწავლეთ.
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება.როგორც ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო პროექტი უნდა დავიწყოთ ბუკლეტის შექმნით. ეს ბუკლეტი უნდა იყოს სარეკლამო ხასიათის,მან უნდა გამოიწვის ინტერესი ჩვენი პროექტის მიმართ.
ვიმუშავეთ ვორდის პროგრამაში გავიმეორეთ უკვე ნასწავლი და გავეცანით ახალ ინსტრუმენტებს.გავიმეორეთ ასევე ბლოგში მუშაობა და ვისწავლეთ ახალი ჩანაწერის გაკეთება ბლოგში.
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება.როგორც ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო პროექტი უნდა დავიწყოთ ბუკლეტის შექმნით. ეს ბუკლეტი უნდა იყოს სარეკლამო ხასიათის,მან უნდა გამოიწვის ინტერესი ჩვენი პროექტის მიმართ.
ვიმუშავეთ ვორდის პროგრამაში გავიმეორეთ უკვე ნასწავლი და გავეცანით ახალ ინსტრუმენტებს.გავიმეორეთ ასევე ბლოგში მუშაობა და ვისწავლეთ ახალი ჩანაწერის გაკეთება ბლოგში.
Saturday, April 18, 2015
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინიგის პირველი დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით.ტრენერმმა წარგვადგინა ერთმანეთის წინაშე,რომელი სკოლიდან ვართ,რა საგანს ვასწავლით და ასევე რა გამოცდილება გვაქვს პროექტებთან დაკავშირებით.
შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი. გვიჩვენა გზამკვლევი და ის თუ როგორ ხდება პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა,კურსის რესურსების შენახვა.განვიხილეთ პროექტები და შევქმენით ბლოგი.
განსაკუთრებით მომეწონა 21_ე საუკუნის უნარჩვევები,რომელსაც სიამოვნებით გამოვიყენებ.
Subscribe to:
Posts (Atom)